Accessibility links

ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი


ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, პანდემიის, ეკონომიკის მწვავე კრიზისის და სამოქალაქო მღელვარების ფონზე.

"პატივი იყო მონაწილეობა მიმეღო შეჯიბრში კანდიდატთა ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ჯგუფთან, რომელიც კი დემოკრატიულ პარტიას წამოუყენებია", - ამბობს ბაიდენი 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "და სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ საყოველთაო არჩევნებში მტკიცე პარტიული ერთიანობით გავდივართ".

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბაიდენი, თავისი პარტიის ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც აპრილში კამპანია დაასრულა ბერნი სანდერსმა, მისმა ბოლო თანაპარტიელმა მეტოქემ. თუმცა კანდიდატად ქცევისთვის აუცილებელი 1991 დელეგატის ხმა ბაიდენმა 5 ივნისს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც 2 ივნისს საპრეზიდენტო პრაიმერისი შვიდ შტატსა და კოლუმბიის ოლქში ჩატარდა. ბაიდენს ახლა 1995 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, თუმცა პრაიმერისები კიდევ რვა შტატში და აშშ-ის სამ ტერიტორიაზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG