Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღდგა ქალაქებს შორის სამგზავრო მიმოსვლა


დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში განახლდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა.

მუნიციპალიტეტებს შორის მგზავრობა შესაძლებელია ავტობუსებით და მიკროავტობუსებით. სავალდებულოა ნიღბების გამოყენება. ტრანსპორტში ღია უნდა იყოს ფანჯრები.

ჯერჯერობით ისევ შეჩერებულია რკინიგზით მგზავრობა. სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ, 15 ივნისიდან, შიდა ტურიზმის განახლებასთან ერთად აღდგება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები სარკინიგზო ტრანსპორტისთვის.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქალაქთაშორისო მიმოსვლა 24 მარტს შეწყდა.

ავტობუსებით და მიკროავტობუსებით მგზავრობის 8 ივნისიდან განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 27 მაისს მიიღო, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და კორონავირუსის შიდა გავრცელების რისკის შემცირების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG