Accessibility links

საქართველოში ისევ გაიხსნა სასტუმროები და რესტორნების დახურული სივრცეები


საქართველოში მუშაობა განაახლეს კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილმა სასტუმროებმა. მუშაობის უფლება აქვთ იმ სასტუმროებს, რომლებმაც შემოწმების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს შესაბამისი ნებართვა. სასტუმროებს კონკრეტული წესების დაცვა ევალებათ.

დღეიდან საქართველოში გაიხსნა რესტორნების და კაფეების დახურული სივრცეებიც. ერთი კვირით ადრე, 1 ივნისიდან მუშაობა განაახლეს ღია სივრცის მქონე კაფეებმა და რესტორნებმა. წესების დაცვა მათაც მოეთხოვებათ.

სასტუმროების, კაფეების და რესტორნების გახსნის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 27 მაისს მიიღო, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და კორონავირუსის შიდა გავრცელების რისკის შემცირების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG