Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მუშაობა განაახლეს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა


დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში მუშაობა განაახლეს კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად დახურულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდებიან.

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციები აქვს შემუშავებული ობიექტებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს ნებისმიერი სახის მომსახურებას უწევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG