Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამუშავების შემდეგ მეტრომ და ავტობუსმა თბილისში 400 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა


თითქმის ორთვიანი გაჩერების შემდეგ თბილისში ამუშავებულმა მეტრომ და ავტობუსმა სამუშაო დღეებში 400 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან" მიიღო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამუშავებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში გადაჰყავდა:

  • 29 მაისი, პარასკევი - 280 772 მგზავრი;
  • 30 მაისი, შაბათი - 294 951 მგზავრი;
  • 31 მაისი, კვირა - 275 810 მგზავრი;
  • 1 ივნისი, ორშაბათი - 420 928 მგზავრი;
  • 2 ივნისი, სამშაბათი - 407 480 მგზავრი;
  • 3 ივნისი, ოთხშაბათი - 426 420 მგზავრი;
  • 4 ივნისი, ხუთშაბათი - 436 122 მგზავრი.

სკოლისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამდე თბილისში მეტროსა და ავტობუსს სამუშაო დღეებში 700 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტიდან 29 მაისამდე აკრძალული იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG