Accessibility links

პაატა იმნაძე: ნიღაბი უნდა ატაროს ინფიცირებულმაც  და ჯანმრთელმაც


პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად ნულამდე დადის მაშინ, თუ ნიღაბი უკეთია როგორც ინფიცირებულს, ასევე ჯანმრთელს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ 8 ივნისს მან განაცხადა, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ:

„რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია, ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა საქალაქთაშორისო მიმოსვლის განახლებას და უსაფრთხოების წესების დაცვას ტრანსპორტში.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 810-მდე გაიზარდა. განიკურნა კიდევ 9 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 683-ია.. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.8 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2915 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG