Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: მცდარია ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა.

„საერთოდ, ვერც ერთი ქვეყანა ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემიაა. შეუძლებელია ბუნებაში. ეს არის უბრალოდ, მცდარი კონსტრუქცია. ცალკე აღებული ვერცერთი ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისსაც ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული ქვეყანა“, - თქვა გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა ძირითად ამოცანად დაასახელა ადაპტაციის და კონტროლის მართვა: „ერთადერთი, ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია - რისკების კონტროლი და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ეს არის ერთადერთი, რაც ცალკე აღებულ სახელმწიფოს შეუძლია. საზღვრების კონტროლი, შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობაა ძირითადი ამოცანა. სხვა ყველაფერი არის ილუზია, შეუძლებელია. იგივე არის ზუსტად ეკონომიკაც“.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით, ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო მარტო გაუმკლავდება ეკონომიკურ კრიზისს და ამ შემთხვევაშიც გლობალურ ტენდენციებზეა დამოკიდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG