Accessibility links

საცურაო აუზების გახსნასთან დაკავშირებული პროტოკოლი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებთან დაკავშირებით პროტოკოლი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რა განსხვავებებს ხედავს მთავრობა სასტუმროებში არსებული აუზების და ცალკეული საცურაო აუზების გახსნასთან დაკავშირებით.

ბექა ფერაძის განმარტებით, სასტუმროებში არსებული აუზების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდება ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დადებითი დასკვნის საფუძველზე.

„შესაბამისად, აუზი, რომელიც იქნება განთავსებული ასეთი ტიპის სასტუმროში, შეესაბამება სტანდარტს და ასევე სტუმრები, რომლებიც სასტუმროში არიან, მათი აღრიცხვა ხდება და რისკი შედარებით დაბალია“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

მისი განმარტებით, განსხვავებული ვითარებაა ცალკეული აუზებით სარგებლობის თვალსაზრისით.

„მოქალაქეთა ძალიან დიდი ნაკადია დაინტერესებული და ინტენსივობა არის მაღალი. ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობა მუშაობა და უახლოეს პერიოდში სპეციალური პროტოკოლი მათთვისაც იქნება შემუშავებული, რომლის შემდგომაც ისინი უკვე განახორციელებენ სამუშაოებს“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

მისი სიტყვებით, პროტოკოლი შეეხება ღია და დახურულ აუზებს. ეს პროტოკოლი უკვე გაწერილია ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. მაგრამ ვინაიდან მოქალაქეთა მიმართვიანობა მაღალია და ასეთ მიმართვა შეიძლება იყოს ერთჯერადი, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხდება ისევე ეფექტურად, რისი გაკონტროლებაც სასტუმროს შემთხვევაში, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „მუშაობა გრძელდება და მათთან მიმართებით იქნება ადაპტირებული მოთხოვნები“.

ასევე ნახეთ: რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG