Accessibility links

რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას რამდენიმე დღეში დაიწყებს


საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას ერთ კვირაში, 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რკინიგზა ავრცელებს.

"დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა", - აცხადებენ კომპანიაში.

ინსტრუქცია, რომელიც მგზავრის გადასაყვანად აუცილებელია:

  • მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს;
  • მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი;
  • ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით;
  • მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე;
  • მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოში რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ორ თვეზე მეტია შეჩერებულია. ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, 31 მარტს მთავრობამ შეაჩერა. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი შეზღუდვა მთავრობის გადაწყვეტილებითვე გაგრძელდა. ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დღეიდან, 8 ივნისიდან შეიძლება, თუმცა არა რკინიგზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG