Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის პირი 2 ათასი ლარით, კომპანია კი 10 ათასით დაჯარიმდება


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ქორწილის, ქელეხისა და წვეულების გადახდის შემთხვევაში ჯარიმები დაწესდება. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დღეს მსგავსი ღონისძიებების გამართვა 10 კაცის შეკრების შეზღუდვის გამო აკრძალულია, ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით, იურიდიული პირები კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

"მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ჩვენ ვალდებულები ვართ გავწეროთ წესები. მხოლოდ ასეთი მძიმე დარღვევის განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა", - თქვა ოხანაშვილმა.

​საქართველოს პარლამენტი ბოლო რამდენიმე დღეა განიხილავს კორონავირუსის გამო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას. საკითხი კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს და ახლა პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ამავე კანონპროექტით, მოქალაქე, რომელიც განსაზღვრულ ადგილებში პირბადეს არ ატარებს, 20 ლარით დაჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG