Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ გეიტსი პასუხობს "სულელურ" შეთქმულების თეორიებს კორონავირუსთან მის კავშირზე


ამერიკელი მილიარდერი და კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეიტსი უარყოფს სოციალური მედიით გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, თითქოს ის დგას გეგმის უკან, ვაქცინები გამოყენებული იყოს ადამიანებისთვის სათვალთვალო მიკროჩიპების ჩასადგამად.

"არასოდეს მქონია კავშირი მიკროჩიპებთან დაკავშირებულ არანაირ ამბავთან", - განაცხადა მან გასულ კვირაში, სატელეფონო საუბარში ჟურნალისტებთან. "ამის უარყოფაც კი რთულია, ეს ყველაფერი იმდენად სულელური და უცნაურია, რომ გამეორებაც კი გარკვეულ სიმყარეს სძენს".

ბილ გეიტსის სახელს სხვადასხვა ფორმით გლობალური პანდემიის დაწყებიდანვე უკავშირებენ შეთქმულების თეორიებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. გასულ თვეში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ განმეორებით აღარ აჩვენა პროგრამა, რომელიც გეიტსს ადამიანებისთვის ჩიპების ჩანერგვის მიზანში ადანაშაულებდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, Ria Novosti-მა, ამ, თითქმის 50-წუთიან გადაცემას "შეთქმულების ექსტრავაგანტული წარმოდგენა" უწოდა.

გეიტსი წარსულში გამოდიოდა გაფრთხილებით პანდემიების საფრთხის შესახებ და მისმა ფონდმა ახლახან 300 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19-თან ბრძოლის და ვაქცინის შექმნის საქმეს.

ამ ნაბიჯების გამო, ზოგიერთმა მარგინალურმა მემარჯვენე ჯგუფმა და კომენტატორმა იანვარში ინტერნეტით დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს გეიტსი რაღაც ფორმით ამ ვირუსის უკან დგას და მისგან ფინანსური სარგებლის ნახვა სურს.

XS
SM
MD
LG