Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი გამოდის მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის პროგნოზით


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა და ასეთ ფონზე მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ქვეყნები დგანან უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც მილიონობით ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში გადაიყვანს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით, COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 409,000 ადამიანს, ინფიცირებულთა რიცხვი კი 7.05 მილიონს უტოლდება.

მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში, რომელიც 8 ივნისს გავრცელდა, შეიცავს ვარაუდს, რომ გლობალური ეკონომიკა წელს 5,2 პროცენტით შემცირდება - რაც ყველაზე დიდი შოკია მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე ეკონომიკა 13,8 პროცენტით შეიკვეცა. ამ ანგარიშის თანახმად, განვითარების პროცესში მყოფ თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებელი, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი - ანუ მათი, ვინც დღეში 1,90 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს - შესაძლოა 70 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზარდოს.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით, პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში ეკონომიკური შედეგები შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს.

XS
SM
MD
LG