Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა


8 ივნისს მარნეულის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

რაშან ზიადალიევმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი თანასოფლელი 51 წლის იყო.

მანამდე ზიადალიევმა სოციალურ ქსელში მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იკითხა, აღიძრა თუ არა ტრაგედიის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე.

ინტერნეტგამოცემა 24news.ge აზერბაიჯანულ ენაზე აქვეყნებს ინფორმაციას მშენებარე კორპუსიდან ადამიანის ჩამოვარდნის შესახებ; ამასთან, მოჰყავს გარდაცვლილის ნათესავების ნათქვამი, რომ მუშას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ ჰქონდა. ინტერნეტგამოცემა ასევე აქვეყნებს მომხდარის ამსახველ ფოტომასალას.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას დეტალების დაზუსტებას და ოფიციალური კომენტარის გაკეთებას დაჰპირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG