Accessibility links

ანა ნაცვლიშვილი: მე რომ ვფიქრობდე ხაზარაძე არის ჰომოფობი მის გვერდით ვერ ვიქნებოდი


ლგბტქ თემის შესახებ პარტია „ლელო“-ს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა ამავე პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად და რაიმე კონკრეტული მიზნისგან დამოუკიდებლად ლგბტ თემა გახდა დღის წესრიგის მთავარი საგანი“, - თქვა ნაცვლიშვილმა.

შეკითხვაზე, თქვენი და პარტიის ლიდერის პოზიციას შორის სხვაობა რამდენად ღრმა და ფუნდამენტურია? ანა ნაცვლიშვილი პასუხობს: „ღრმა და ფუნდამენტური არ არის. ღრმა და ფუნდამენტური რომ იყოს და მე რომ ვფიქრობდე რომ ხაზარაძე ან რომელიმე ჩემი თანაგუნდელი არის ჰომოფობი, ან რომელიმე ადამიანთა სხვა ჯგუფის მიმართ შეუწყნარებელი, მე მათ გვერდით ვერ ვიქნებოდი და ისინი მე ვერ შემეგუებოდნენ“.

ანა ნაცვლიშვილის ამბობს, რომ იზიარებს მამუკა ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის საუბრობდა კანონმდებლობაზე. „დღეს გაცილებით უკეთესია კანონმდებლობა, ვიდრე იყო 15 წლის წინ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. მან დასძინა: „ხაზარაძეს არ უთქვამს, რომ უფლებები არ ირღვევა“.

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია და რომ ბავშვი დედამ და მამამ, ოჯახმა უნდა გაზარდოს. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. ის თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონით დარეგულირებულია, კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი“.

შეკითხვაზე, არ ირღვევა უმცირესობების უფლებები? ხაზარაძემ უპასუხა: „ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ასე ვთქვათ რაღაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG