Accessibility links

ბოჭორიშვილის კლინიკამ განმარტა მათი პერსონალის ინფიცირების მიზეზები


ბოჭორიშვილის კლინიკის გამგეობის თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ მათი სამი თანამშრომელი პაციენტებისგან დაინფიცირდა. სოლოღაშვილმა განმარტა, რომ მათ თავად უწევთ ყველა პაციენტთან დამოუკიდებლად გამკლავება, დაცვისა და სამართალდამცავების დახმარების გარეშე.

"​კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ "დარჩი სახლში", მივცე თუ არა პლაქვენილი - ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თავად მედპერსონალისთვის. ეს არის ცხოვრების სტილი, როცა შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა - ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ.

ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, რომელთაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. არ გვეკარებოდა არავინ რისკების გამო, არცერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ის, რომ დაინფიცირდა სამი პერსონალი", - განაცხადა სოლოღაშვილმა, თუმცა ყველა დეტალი არ განმარტა, კონკრეტულად რა ვითარებაში დაინფიცირდნენ ექიმები.

სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა მათი ექიმი კორონავირუსისგან დაინფიცირებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG