Accessibility links

ნათია თურნავა: პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები


ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში ფინანსური სახსრების მობილიზების მიზნით 600 მილიონ ლარზე მეტი ეკონომია გაკეთდა, რაც შრომის ანაზღაურების ნაწილსაც შეეხო. მათ შორის, მინისტრის თქმით, საჯარო სექტორს 60 მილიონი ლარი დააკლდა.

„შრომის ანაზღაურების მუხლში - მინუს 60 მილიონი ლარი - ეს თანხა საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, მწვავე აუცილებლობის გარდა, არ დაფინანსდება მივლინებები, სამომავლოდ გადაიდება აქამდე დაგეგმილი გასართობი თუ სპორტული ღონისძიებები და სხვა.

მინისტრმა 9 ივნისს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიუჯეტი მორგებულია ქვეყნის ანტიკრიზისულ საჭიროებებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

საქართველოს მთავრობამ 9 ივნისს წარადგინა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

ამ პარამეტრებით:

♦ ეკონომიკური ზრდა იქნება -4%;

♦ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი;

♦ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით;

♦ ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება დაახლოებით 8.5%.

ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს დღესვე წარედგინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG