Accessibility links

ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება


ნუნუ მიცკევიჩი

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოწყობის სამუშაოები ქვეყნის 24-ვე საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ხულოში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, გორსა და რუსთავში. გამოცდებში წელს მონაწილეობას 55 000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მიიღებს.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ხოლო სამაგისტრო გამოცდები - პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG