Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტს სურს, ქვეყანაში კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს ეპიდემიური საფრთხის რეჟიმი


კლაუს იოჰანისი
კლაუს იოჰანისი

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ პარლამენტს მიმართავს წინადადებით ქვეყანაში არსებული ეპიდემიური საფრთხის რეჟიმის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

იოჰანისის ბრძანებულებით, რუმინეთში 16 მარტიდან ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა და ერთ კვირაში გამოცხადდა კომენდანტის საათიც, რათა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებით შეეჩერებინათ კორონავირუსის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ის ვირუსით 20,749 ადამიანი დაავადდა, ხოლო 1 345 პაციენტი გარდაიცვალა.

ივნისის დასაწყისში რუმინეთის მთავრობამ შეარბილა კარანტინის წესები და ნება დართო ზოგიერთ სკოლას, განეახლებინა მუშაობა სოციალური დისტანციის მოთხოვნების მკაცრი დაცვით.

სამთვიანი კარანტინის შემდეგ, 15 ივნისიდან ქვეყანაში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, საბავშვო ბაღები და საცურაო აუზები, მაგრამ მკაცრი შეზღუდვების შერბილების შემდეგ რუმინეთში კვლავ დაიწყო ზრდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა.

წუხელ ვირუსი აღმოაჩნდა 145 ადამიანს. მათ შორის, 9 ივნისს ინფექციური შემთხვევა დაფიქსირდა აღმოსავლეთ რუმინეთის ორ სკოლაში, რამაც გააჩინა შიში, რომ საკარანტინო წესების შემდგომმა შერბილებამ შესაძლოა გაართულოს ინფექციური ფონი.

იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს ეპიდემიური საფრთხის რეჟიმის გაგრძელებას, უცნობია, დაუჭერს თუ არა მას მხარს ქვეყნის პარლამენტი, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG