Accessibility links

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებისთვის 46,8 მლნ-ის ტენდერს აცხადებს


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. ამისთვის 46 755 039 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კონსტრუქციული ნაწილის ასაშენებლად 12 თვეა გამოყოფილი, არქიტექტურული ნაწილისთვის კი 30. ტენდერში მონაწილეებს განაცხადების წარდგენა 25-დან 30 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ.

"ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადა განისაზღვრება 3 (სამი) წლით", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტებში, სადაც ასევე განსაზღვრულია რიგ სამუშაოებზე დამატებითი საგარანტიო ვადები:

  • ძირითადი კონსტრუქციული სისტემა - 70 წელი;
  • სახურავი - 15 წელი;
  • არქიტექტურული მემბრანის მოწყობის სამუშაოები - 10 წელი;
  • ვიტრაჟი - 20 წელი;
  • შენობის შიდა მოპირკეთება - 5 წელი.

საერთო ჯამში, თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას #31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენება, დაახლოებით, 81 მილიონი ჯდება. აქედან, წინასწარი გათვლით, 77 მლნ ლარი შენობისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებაა, ხოლო 3 მლნ ლარამდე - ნაგებობის ზედამხედველობისთვის საჭირო თანხა. გარდა ამისა, შენობის დიზაინისთვის მაუწყებლის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG