Accessibility links

რუსეთის კონცერნმა KRET-მა დაიწყო მისი წარმოებული ვენტილატორების გამოხმობა რუსეთის საავადმყოფოებიდან


რუსეთის კონცერნმა KRET-მა დაიწყო მის მიერ წარმოებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების, Aventa-M-ის გამოხმობა რუსეთის საავადმყოფოებიდან. როგორც ინტერფაქსი იტყობინება კონცერნის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ეს კეთდება „როსზდრავნადზორის“ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ შეწყდეს ვენტილატორების გამოყენება.

როგორც იტყობინებიან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ვენტილატორები გამოიხმონ „დამატებითი გამოცდისთვის გაძლიერებული დატვირთვის პირობებში“. რუსეთში Aventa-M-ის გამოყენება დროებით აიკრძალა მას შემდეგ, რაც მათი აალების შედეგად რუსეთში დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის, COVID-19-ის პაციენტები.

მაისის ბოლოს KRET-მა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია კორპორაცია Rostec-ისა და მასში შემავალი კორპორაციის დისკრედიტაცია. მანამდე ორი დღით ადრე, ქარხანაში, სადაც აწარმოებენ ვენტილატორებს, ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეიცვალა ხელმძღვანელობა.

აპრილში Aventa-M-ის მარკის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები აშშ-ში გაიგზავნა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის, მაგრამ ამერიკის საავადმყოფოებში ისინი არ გამოუყენებიათ. კრემლი ამას ჰუმანიტარულ დახმარებას უწოდებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ვენტილატორების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯების უდიდესი ნაწილი გადაიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG