Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ სომხეთს, სადაც კორონავირუსის გამო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, საქართველო სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ უკვე მოვახერხეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს და აქ ურთიერთანადგომა არის მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რაც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს პირველ რიგში, როგორც ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან", - აცხადებს გახარია.

სომხეთში კორონავირუსის 14 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. მათ შორის ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 240-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG