Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში დაიწყო გამოძიება კიდევ ერთი აფრიკელი ამერიკელის სიკვდილთან დაკავშირებით


აშშ-ის ვაშინგტონის შტატში დაიწყო გამოძიება კიდევ ერთი აფრიკელი ამერიკელის სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მარტში გარდაიცვალა პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ. შესაბამისი განკარგულება გასცა შტატის გუბერნატორმა.

პოლიციელებმა, სავარაუდოდ, მოგუდვის ილეთი გამოიყენეს 33 წლის მანუელ ელისის წინააღმდეგ. ელისის დაკავების ვიდეოკადრები მისმა ნათესავებმა გამოაქვეყნეს. იურისტების თქმით, ჩანაწერში ისმის, როგორ იმეორებს ელისი, რომ ვერ სუნთქავს.

სასამართლო ექსპერტიზის მონაცემებით, დაკავებული გარდაიცვალა ძალის გამოყენებით სუნთქვის შეკავების გამო. მაგრამ ეს შეეძლო მეტამფეტამინით მოწამვლას და გულის დაავადებებსაც გამოეწვია.

ოთხი პოლიციელი, რომელმაც დააკავა ელისი, დროებით ჩამოაშორეს სამსახურს. მათი თქმით, ისინი იძულებული იყვნენ, ძალა ეხმარათ. პოლიციის თანამშრომლების თქმით, ელისი სხვისი ავტომობილების გახსნას ცდილობდა და დაკავებისას წინააღმდეგობა სცადა.

შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს აფრიკელი ამერიკელის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას. უახლოეს დროში გაირკვევა, რომელი უწყება აიღებს ხელში ელისის სიკვდილის ახალ საქმეს.

ელისის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი გამოძიების თაობაზე ინფორმაცია ცნობილი გახდა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ლოზუნგით „შავების სიცოცხლე ფასეულია“. საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი.

XS
SM
MD
LG