Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა


გასული საღამოს შემდეგ, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. განახლებული მონაცემები დღეს დილით გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 837-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ სამი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 697.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG