Accessibility links

ბოლო ორ დღეში დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პაციენტის ინფიცირების წყარო ვერ დგინდება


ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ ვერ დგინდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, დღეს 1 დაგვემატა. გუშინაც განვმარტე, ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები: ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 3 სამედიცინო პერსონალია; 3 - საკარანტინე ზონიდან, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქე; 2 - დადასტურებული პაციენტის კონტაქტი; 1 - წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსი 837 პირს დაუდასტურდა, აქედან 697 განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG