Accessibility links

გამონაკლისი დაწესდება მათთვის, ვისაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ


მოქალაქემ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებს, შესაბამისი ცნობა უნდა აიღოს და არ დაჯარიმდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

"თუმცა ის ადამიანები, ვინც ინფიცირებულები არიან ან ინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება, მათთან მიმართებაში ეს გამონაკლისი ვერ იქნება", - განმარტა ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხლავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პანდემიისა და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 20 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG