Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 72-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ინფიცირებულია ერთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი მძღოლი და რუსეთის სამხედრო სასწავლებლის ორი კურსანტი.

დე ფაქტო ხელისუფლებას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 72 შემთხვევა. პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG