Accessibility links

ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს, ელენას, კორონავირუსი აღმოაჩნდა


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ელენა ზელენსკაია COVID-19-ით არის დაავადებული. ამის თაობაზე უკრაინის პოლიტიკური ლიდერის ცოლმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა.

"დღეს მე მივიღე პოზიტიური შედეგი კორონავირუსის ტესტის პასუხად. მოულოდნელი ამბავია. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ოჯახი და მე ყველა წესს ვიცავთ - იქნება ეს ნიღბები, ხელთათმანები თუ მინიმალური კონტაქტები", - წერს ელენა ზელენსკაია.

უკრაინის პრეზიდენტის ცოლი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის და მათ შვილებს, ელენა ზელენსკაიას თქმით, მათი ტესტირების პასუხები კორონავირუსზე ნეგატიური აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG