Accessibility links

ბესელია: "დისკომფორტს არ გიქმნით, რომ ერთ გუნდს უწოდებთ მათ, ვინც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა?


ეკა ბესელია, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, უქმნის თუ არა მას დისკომფორტს და უხერხულობას ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში „უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა“.

„გამოირჩევით და გამოირჩეოდით ყოველთვის ძალიან მკაფიო შეულამაზებელი პოზიციით წინა ხელისუფლების მიმართ. მე საჯაროდ არასოდეს არ გამიკრიტიკებიხართ, ნამდვილად ვერ ვიმეტებ იმ დროს, როდესაც თქვენ პირადად ჩაერთეთ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც წინა ხელისუფლების შეცვლას ვცდილობდი და შემდეგ ერთად დავაფუძნეთ ჩვენ ეს „ქართული ოცნება“.

მე გულწრფელად მინდა ვკითხო ადამიანს, რომელსაც მე პირადად პატივს ვცემ სწორედ იმ წარსულის გამო. არ გიქმნით დისკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თავად ან პირადად, ვისი ოჯახის წევრებიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანების არჩევა "ქართული ოცნების" ხელით უვადოდ, ვინც იმ უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა ამ ქვეყანაში და ვისი ხელითაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება იმ წლებში“, - მიმართა ეკა ბესელიამ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს, პარლამენტში გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ, 16 საათიდან უპასუხებს.

ირაკლი ღარიბაშვილის "სამთავრობო საათს" არ ესწრებიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG