Accessibility links

10-მდე გაიზარდა კოვიდპაციენტების რაოდენობა, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია - ეზუგბაია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 13 ივნისის მონაცემებით, 5-ით გაიზარდა და 10-ს მიაღწია კოვიდპაციენტების რიცხვმა, რომელთა დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება.

"14 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება", - ამბობს ეზუგბაია და განაგრძობს: "როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ წყარო დაუდგენელია ეს ნიშნავს, რომ ხუთივე პიროვნება არის განსხვავებული სივრციდან და მათი წყარო სხვადასხვაა. თუ შემთხვევეით, კვლევით მივიდნენ იქამდე, რომ რამდენიმეს წყარო სხვადასხვაა, ძალიან კარგი, მაგრამ შეიძლება, რომ არ იყოს ასეთი სიტუაცია".

მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი ინფიცირებული ჟვანიას კლინიკის თანამშრომელია, თუმცა ის სამედიცინო პერსონალი არაა:

"მისი ინფიცირების წყარო შეიძლება არ იყოს ჟვანიას კლინიკა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG