Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალიან საინტერესოა - ვაშაძე სააკაშვილის შეთავაზებაზე საერთო ოპოზიციურ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით


ოპოზიციური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ძალიან საინტერესოა" მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილის იდეა ​ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციას და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს.

"ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!" - აცხადებს ვაშაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 13 ივნისს გამოვიდა ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საარჩევნო სია შექმნან. ადგილები სიაში, მისი თქმით, ალბათ, პარტიების რეიტინგების მიხედვით უნდა გადანაწილდეს.

სააკაშვილის იდეა არ მოსწონთ მის ყოფილ თანაგუნდელებს, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებს. გიგი უგულავა ამბობს, რომ ერთიანი სია არარეალიზირებადია. გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მრავალფეროვანია, ხოლო პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG