Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტმა „ლგბტ იდეოლოგია“ საბჭოთა ინდოქტრინაციას შეადარა


ონჯეი დუდა
ონჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ონჯეი დუდამ, რომელიც შაბათს თავის მხარდამჭერებს ხვდებოდა, ლგბტ „იდეოლოგია შეადარა“ კომუნისტურ დოქტრინას.

ღრმად კათოლიკურ პოლონეთში ლგბტ პირების უფლებები ცხარე დებატების საგანი 28 ივნისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ გახდა.

„ჩემი მშობლების თაობა 40 წლის განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ აღმოეფხრა სკოლიდან კომუნისტური იდეოლოგია, რათა იგი აღარ მოეხვიათ თავს მოწაფეებისთვის; რომ ახალგაზდები, ბავშვები, ჯარისკაცები და ახალგაზრდული ორგანიზაციები აღარ ყოფილიყვნენ ინდოქტრინიზებული. მათ იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ გამოჩენილიყო ახალი იდეოლოგია, ბევრად უფრო დამანგრეველი“, - განაცხადა ონჯეი დუდამ 13 ივნისს პოლონეთის ქალაქ ბჟეგში აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.

პრეზიდენტი დუდა მოკავშირეა პოლონეთის მმართველი „კანონისა და სამართლიანობის პარტიისა“ (PiS), რომელიც მიიჩნევს, რომ ლგბტ - ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი - პირები საფრთხეს უქმნიან ტრადიციულ ფასეულობებს და უარს ამბობს მათი უფლებების მხარდაჭერაზე.

გასულ ოთხშაბათს წინასაარჩევნო წინადადებების შემცველი „საოჯახო ბარათის“ პრეზენტაციაზე, დუდამ პირობა დადო, რომ არ დართავს ნებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები, არ დაუშვებს, რომ ლგბტ საკითხები სკოლებში ისწავლებოდეს.

ოპოზიციის კანდიდატებმა და ლგბტ უფლებების დამცველებმა დაგმეს ონჯეი დუდას ეს განცხადება.

მემარცხენე ძალების პრეზიდენტობის კანდიდატმა რობერტ ბიდონმა, რომელიც პირველი, ღიად გეი პოლიტიკოსია პოლონეთში, დუდას მოუწოდა, რომ „თავი დაანებოს ასეთ სიძულვილს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG