სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანქანით დაეჯახა 10 წლის ბავშვს. სომხური წყაროების ცნობით, ამის შესახებ ტოროსიანმა თავადვე გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით.
„მინდა გაცნობოთ, რომ საათ-ნახევრის წინ მოხდა ავარია, ჩემი ავტომობილის საჭესთან მე ვიმყოფებოდი. მივდიოდი სამსახურში და ვარდანიანცის ქუჩაზე გავიტანე 10 წლის ბიჭი. ბავშვი პირადად მივიყვანე საავადმყოფოში, სადაც იგი გამოიკვლიეს. მას აღმოაჩნდა ნაკაწრები მარჯვენა ხელზე“, - წერს ტოროსიანი და დასძენს, რომ ბავშვი მცირე ხანს დაჰყოფს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ გადაიყვანენ სახლში.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი წერს იმასაც, რომ ავარიის შესახებ პოლიციას მაშინვე აცნობა.