Accessibility links

ავღანეთში შაბათს მომხდარი შეტაკებების დროს 17 კაცი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 13 ივნისს ქვეყნის მასშტაბით მომხდარი აფეთქებების და თავდასხმების შედეგად სულ მცირე 17 კაცი დაიღუპა.

მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

თავდასხმების ფონია პროგრესი თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მიმდინარე პირდაპირ დიალოგში, რომელიც გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტისა და სამომავლოდ ხელისუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებების მიღწევას შეეხება.

13 ივნისის თავდასხმები მოხდა ხოსტში, ლოგარსა და ბადახშანის პროვინციებში. ხოლო ტახარის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა სასულიერო პირი მოკლა.

წინა დღით მომხდარი თავდასხმის დროს ასევე დაიღუპა მოლა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც შირ შაჰ ე-სურის მეჩეთში პარასკევის დილის ლოცვა მიმდინარეობდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია ისიც, რომ დაღუპულთა შორის არის მეჩეთის მოლაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG