Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში მიმდინარეობს მრავალათასიანი მიტინგი პოლიციის ძალმომრეობისა და რასიზმის წინააღმდეგ


De
De

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, - სკანდირებდნენ პარიზის ცენტრში 13 ივნისს გამართული მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც აპროტესტებენ პოლიციის ძალმომრეობისა და რასიზმის გამოვლინებას პოლიციის ორგანოებში.

"როიტერსის" თანახმად, აქციას მშვიდობიანი ხასიათი აქვს.

პარიზში მიმდინარე აქცია არის გამოძახილი აშშ-ში დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა, რომელმაც იფეთქა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი.

ეჭვმიტანილ ფლოიდს მინეაპოლისის პოლიციამ ხელბორკილები დაადო და ერთ-ერთმა პოლიციელმა კისერზე მუხლი დააჭირა. გავრცელებულ კადრებში, რომელიც მთელი მსოფლიო აღაშფოთა, 46 წლის ფლოიდი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს.

პარიზის ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დახურა რესტორნები და მაღაზიები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული სამთვიანი კარანტინის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა კვირის დასაწყისში აღიარა, რომ არსებობს საფრანგეთის სამართალდამცველ ორგანოებში „რასიზმის თაობაზე არსებული ეჭვების“ დამადასტურებელი ფაქტები.

მინისტრის ეს კომენტარი მკაცრად გააკრიტიკეს პოლიციის პროფკავშირებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიცია განტევების ვაცის როლში იმყოფება საზოგადოებაში ღრმად ფესვგამჯდარი სოციალური პრობლემების გამო.

პოლიციამ საფრანგეთში ამ კვირაში თავისი აქციები გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG