Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამბობს, რომ პოლიცია „ჩვეულებრივ“ არ უნდა იყენებდეს „მახრჩობელა ილეთს“


აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიციამ არ უნდა მიმართოს „მახრჩობელა ილეთს“, გარკვეული შემთხვევების გარდა.

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აღნიშნული პრაქტიკა“ უნდა შეწყდეს.

„მე არ მომწონს ეს მახრჩობელა ილეთი... მაგრამ ძნელია, როცა ზოგჯერ ერთი ხარ და ვინმეს ებრძვი“, - განაცხადა ტრამპმა.

ამ კომენტარის ფონია ცნობა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მუშაობს აღმასრულებელ ბრძანებაზე, რომელიც მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს პოლიციის დეპარტამენტებს, დაიცვან „ძალის გამოყენების არსებული პროფესიული სტანდარტები“.

ტრამპის სხვა კომენტარები ეხებოდა ასევე ეკონომიკურ პრობლემატიკას.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ნოემბრის არჩევნებში იბრძოლებს მეორე ვადით არჩევისთვის, აპირებს აგრესიულად იმოქმედოს, რათა ეკონომიკურად უფრო განვითარდეს უმცირესობების თემები, მეტი ინვესტირებით შეებრძოლება ჯანდაცვაში არსებულ უთანასწორობას და გააუმჯობესებს სკოლებს, რომ შეიქმნას უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG