Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში დააპატიმრეს პოლიციელები, ბრალდებულები მოქალაქის წამებით მკვლელობაში


უზბეკეთში დააპატიმრეს სამი პოლიციელი, რომლებიც ბრალდებული არიან მოქალაქის უკანონო დაკავებასა და წამებაში. მოგიანებით მოქალაქე მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში 11 ივნისს გარდაიცვალა.

უზბეკეთის გენერალური პროკურატურის მიერ 13 ივნისს გავრცელებული ცნობის თანახმად პოლიციელებმა ა. აბდუკარიმოვი მაისის ბოლოს დააკავეს და აწამეს ქალაქ ანდიჟანში.

გარდაცვლილის ნათესავებმა ვიდეოზე აღბეჭდეს საავადმყოფოში მიყვანილი აბდურაკიმოვი. კომაში მყოფ პაციენტს ხელ-ფეხზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება.

უცნობია, თუ რა მიზეზით დააკავეს პოლიციელებმა აბდუკარიმოვი.

გასულ თვეში გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, გამოთქმულია შეშფოთება დაკავების ცენტრებში მუდმივი წამებისა და ძირითადი თავისუფლებების ხელყოფის შესახებ.

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა 2016 წლის შემდეგ რამდენიმე რეფორმისტული ნაბიჯი გადადგა ვითარების გასაუმჯობესებლად. მაგრამ უფლებადამცველები მძიმედ აფასებენ ადამიანის უფლებების მხრივ ისლამ კარიმოვის ავტორიტარული მმართველობის შედეგად დატოვებულ მემკვიდრეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG