ინდოეთის ხელისუფლების ცნობით ქვეყანაში შაბათს გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირებული 11 458 ადამიანი, რაც ერთ დღე-ღამეში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ინდოეთის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში ინდოეთში COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა 300,000 ადამიანს.
კორონავირუსის ეპიდემიამ იმსხვერპლა 8,884 ადამიანი.
კორონავირუსის სტატისტიკით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ყველაზე სწრაფად ვირუსი ვრცელდება დედაქალაქ ნიუ დელიში, სადაც კორონავირუსით წუხელ 2000 ადამიანი დაინფიცირდა.