Accessibility links

საქართველოში COVID-19-ით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა მე -14 პაციენტი, 68 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან.

„ ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 843 პირს დაუდასტურდა, მათგან 697 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.

12 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ივნისის შემდეგ ეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG