Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთი განახორციელებს ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ტაჯიკის ექსტრადიციას


ალბანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტაჯიკეთში ექსტრადირებული იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გერმანიის მიერ იძებნებოდა, როგორც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი.

ტირანის საოლქო სასამართლოს 12 ივნისის განაჩენის თანახმად, საუბარია 24 წლის კომრომ ზუხუროვზე, რომლის ექსტრადირება მოხდება ან რუსეთში, სადაც იგი ასევე იძებნება ან თავის სამშობლო ტაჯიკეტში, სადაც იგი, როგორც აცხადებს, აწამეს.

ალბანეთმა ზუხუროვი 30 აპრილს დააპატიმრა, ორ კვირაში მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელისუფლებამ დააპატიმრა ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილ ტაჯიკთა ქსელის წევრები, რომელიც გერმანიის მიწაზე თავდასხმებს გეგმავდა.


ზუხუროვზე 21 აპრილს საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა გერმანიის კარსლუეს სასამართლოს სანქციით.

ზუხუროვის ადვოკატი, ასლან დოგჯანი, უარყოფს მისი კლიენტის კავშირს ტერორისტულ ქსელთან.

გერმანიის პროკურატურა აცხადებს, რომ მან 15 აპრილს დაპატიმრებული სამი ეჭვმიტანილი. ხოლო კიდევ მეოთხე ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ ჯგუფის ლიდერი იყო, ჯერ კიდევ 2019 წლის მარტიდან იმყოფება პატიმრობაში.

ყველა ეჭვმიტანილი ახალგაზრდაა, 24-32 წლის ასაკისა. ისინი „ისლამურ სახელმწიფოს“ 2019 წლის იანვარში შეუერთდნენ და მიიღეს ინსტრუქცია გერმანიაში ქსელის შექმნის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG