Accessibility links

კოროვირუსით 13 ივნისს გარდაცვლილი მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო


საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

68 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იგი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა, სადაც სეფსისის ცენტრიდან 4 აპრილს გადაიყვანეს.

„ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 851 პირს დაუდასტურდა, მათგან 702 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG