Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ მუშევანში დადასტურდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა


COVID-19-ით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, საიდანაც 60-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონაში რჩება.

სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 4 პირი, რომლებსაც ინფიცირება გუშინ დაუდასტურდათ ლაბორატორიული კვლევებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 21 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს. 17-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მუშევანის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა თქვა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები სოფლისკენ მიემართებიან ინფიცირებულთა თბილისში ჰოსპიტალიზებისთვის.

მისივე თქმით, მუშევანში ვეღარ ბრუნდება 21 ადამიანი, ვისაც კარანტინში ყოფნის ვადა დღეს ამოეწურა.

სოფელი მუშევანი დღემდე საკარანტინო რეჟიმში რჩება იქ კორონავირუსის გავრცელების გამო.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14 ივნისის დილის მონაცემებით 13-ით გაიზარდა.

ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, აქედან აქტიურია 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 703, ხოლო გარდაცვლილი 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG