Accessibility links

ცხინვალში კორონავირუსი ისევ რუსული სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს დაუდასტურდათ


ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ინფიცირებულები არიან რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლებას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 78 შემთხვევა. პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG