Accessibility links

NGO-ები: თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მან თანამდებობა უნდა დატოვოს


ანა დოლიძე

სამოქალაქო სექტორი ანა დოლიძეს მოწოდებს დატოვოს თანამდებობა თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს.

7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პილიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებულია ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაცია „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და „პოლიტიკური საქმიანობა“. ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რომლის თანახმად, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის დღიდან, აქტიურად არის ჩართული სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენის, მათი გადაჭრის გზების ძიებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში, „იგი მწვავე ოპონირებას უწევს სასამართლოში არსებულ კლანს. განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია ის შრომა, რომელიც მან გასწია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკანონმდებლო ბაზისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის სრულყოფის კუთხით“.

ამასთან, ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერვობიდან გადაყენების უფლებამოსილება არც ერთ სახელმიფო უწყებას არ აქვს.

ანა დოლძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან ფეიბუკის ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა მოგვინებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე:

განცხადებას ხელს აწერენ:


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას მოგვიანებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს მაშინ, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG