Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო რუსეთისგან მოითხოვს პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას


პოლ უილანი
პოლ უილანი

აშშ რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლ უილანი, ყოფილი საზღვაო მედესანტე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით არის მსჯავრდებული და "შემაძრწუნებელს" უწოდებს მის მიმართ მოპყრობას და განაჩენს.

უილანს 16 წლით პატიმრობა 15 ივნისს მიუსაჯა მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, პროცესი დახურულ კარს მიღმა იმართებოდა, რადგან მტკიცებულებები საიდუმლო მასალებს მოიცავდა და ამას ემატებოდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

რუსეთში აშშ-ის ელჩმა პროცესს უწოდა "სამართლის დაცინვა", ხოლო სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღშფოთება გამოხატა სასამართლოთი და განაცხადა, აშშ "ღრმად შეშფოთებულია", რომ უილანს არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ეს რუსეთს აქვს ნაკისრი ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებით.

50 წლის უილანი, რომელიც ამავდროულად არის ბრიტანეთის, კანადის და ირლანდიის მოქალაქე, მოსკოვში დააკავეს, 2018 წლის დეკემბერში და მისი სასამართლო წელს, მარტში დაიწყო. თავად უილანი ყველა ბრალდებას უარყოფს. უილანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს, რომელსაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. "ეს პოლიტიკური სასამართლოა, პოლიტიკური განაჩენი" - აცხადებს უილანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG