Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე ცეცხლი გავრცელდა სასაწყობე ჯიხურებზე. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. განცხადების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე გამოცხადდა. უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG