Accessibility links

რომან კაკულია: ისტერია გიორგი გაბუნიასაც არ დაუკლია, ეს ისეთი თემაა, დასკვნების გაკეთება ძნელია


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეზე არ აქვს "ყველა ინფორმაცია" და დასკვნების გაკეთება უჭირს.

"არ ვიცი, მართალი გითხრათ, ეს საკითხი ბოლომდე, ახლა ისტერია, მე მგონი, თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, ახლა აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება ძნელია", - ამბობს რომან კაკულია.

გუშინ, 15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და გაბუნიას სიტყვები გააპროტესტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

ამავე თემაზე: მედიაკოლიაცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე მთავრობას მიმართავს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG