Accessibility links

პეკინის თქმით, ჰიმალაებში სასაზღვრო ინციდენტი ინდოეთის უკანონო ქმედებებს მოჰყვა


პეკინმა ინდოეთის ჯარებს ბრალი დასდო ჩინეთის სამხედროებზე „პროვოკაციულ თავდასხმებში“ ჰიმალაებში სასაზღვრო რეგიონში, რასაც მხარეებს შორის „სერიოზული ფიზიკური კონფლიქტი“ მოჰყვა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა ეს განცხადება, რომელიც პირველია ორშაბათს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. შეტაკებაში ინდოეთის ერთი ოფიცერი და ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ უსაუბრია დანაკარგზე ჩინეთის მხარეს, მაგრამ თქვა, რომ ჩინეთმა მწვავედ გააპროტესტა ინციდენტი და რომ ის კვლავაც მხარს უჭერს „მშვიდობას და სიმშვიდეს“ ჰიმალაებში სადავო სასაზღვრო ტერიტორიაზე.

პეკინის თქმით, ინდოეთმა ორშაბათს ორჯერ დაარღვია საზღვარი და პროვოკაციული შეტევა განახორციელა ჩინეთის სამხედროების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG