Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას პოლიციის რეფორმაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 16 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს პოლიციისთვის დაფინანსების გაზრდას წვრთნის ჩასატარებლად ძალის გამოყენების შესახებ და ასევე მოიცავს მონაცემთა ფედერალური ბაზის შექმნას, პოლიციის მხრიდან არასათანადო ქცევის აღრიცხვის მიზნით.

"უნდა გამოვასწოროთ ჩავარდნის ძველი მოდელები" - თქვა ტრამპმა ბრძანებაზე ხელის მოწერამდე. ბრძანების გაფორმების ფონია ცალკეული ქალაქების და შტატების მიერ თავ-თავიანთი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, რათა პასუხი გაეცეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც მოჰყვა შეუიარაღებელი აფრიკელი-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს პოლიციელთა ხელში.

ბრძანების თანახმად, ფედერალური გრანტები პრიორიტეტულად გაიცემა პოლიციის იმ განყოფილებებზე, რომლებიც ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებს მისდევენო, თქვა ტრამპმა.

მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" და აქტივისტები გამოდიან მოწოდებით ძირეულად შეიცვალოს პოლიცია ქვეყანაში, რომელსაც საპოლიციო სისასტიკის და რასობრივი უთანასწორობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

პრეზიდენტის ბრძანების გარდა, ფედერალურ დონეზე სრულმასშტაბიანი საპოლიციო რეფორმის კანონზე მუშაობს კონგრესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG