Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მკაცრი სანქციები დაუწესა სირიას და მის მოკავშირეებს


17 ივნისს ძალაში შედის აშშ-ის მიერ სირიის ეკონომიკისთვის დაწესებული მკაცრი სანქციები, რომელთა მიზანია, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა და მისმა მხარდამჭერებმა ვერანაირი ხეირი ვერ ნახონ სამხედრო მოქმედებით.

აშშ-ს და ევროკავშირს უკვე აქვთ დაწესებული სანქციები სირიისთვის, თუმცა ვაშინგტონის მხრიდან მიღებული ეს ახალი ზომები ითვალისწინებს ნებისმიერი პირის, ინსტიტუციის ან კომპანიის დასჯას, რომლებიც დამასკთან ბიზნესს აწარმოებენ. ეს შესაძლოა გამოყენებული იყოს ასადის მთავარი მოკავშირეების - რუსეთის, ირანისა და ლიბანის ექსტრემისტულ ჯგუფ ჰესბოლას - წინააღმდეგ. ამავე დროს, ახალი სანქციები გავლენას იქონიებს ჩინეთზე და რეგიონის ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა იორდანია, ლიბანი, ერაყი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, კელი კრაფტმა გაეროს უშიშროების საბჭოს 16 ივნისს უთხრა, რომ სანქციების მიზანია "ასადის რეჟიმს წაერთვას მოგება და მხარდაჭერა, რომელსაც ის იყენებდა მასშტაბური სისასტიკის და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რათა არ დაეშვა პოლიტიკური გადაჭრა და უაღრესად შეემცირებინა მშვიდობის პერსპექტივები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG