Accessibility links

თამარ გაბუნია: ვფიქრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე და პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თანახმად, უკვე დაწყებულია იმუნიზაციის პროგრამების გასაფართოებელი სამუშაოები. მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე რისკების შესამცირებლად დაგეგმილია ერთის მხრივ, გრიპის იმუნიზაციის გაფართოება, მეორეს მხრივ კი პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანა:

„იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსს დაემატება გრიპის ეპიდემია, პნევმონიიის შემთხვევები, მისი მართვა ბევრად უფრო გართულდება. ამდენად მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG